14:07
18 სექტემბერი, 2019, ოთხშაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
მკურნალი
რა შედის აცრების გვერდითი ეფექტების სიაში? - მასშტაბურმა კვლევამ ვაქცინაციის სრული უსაფრთხოება დაამტკიცა
18-06-2019

უკანასკნელ პერიოდში ხშირად ისმება კითხვა ბავშვთა ვაქცინაციის უსაფრთხოების შესახებ. აცრების საწინააღმდეგო მოძრაობა მთელ მსოფლიოში ძალებს იკრებს. ამ საკითხში საბოლოო გარკვევისთვის ამერიკელმა პედიატრებმა ვაქცინაციის შემდგომი არასასურველი შედეგების მეცნიერული დასაბუთება წარმოადგინეს.

სპეციალისტებმა დაამტკიცეს გვერდითი ეფექტების სია: ანაფილაქსია, ართრიტი, ბურსიტი ვაქცინის არასწორი შეყვანის გამო, ენცეფალიტი, ფებრილური კრუნჩხვა, გიიენ-ბარეს სინდრომი. ნუსხაში აღმოჩნდა ასევე სარტყლისებური ლიქენი, იმუნური თრომბოციტოპენიური პურპურა, მენინგიტი.

ზემოთ ჩამოთვლილი გართულებები ძალიან იშვიათია და როგორც წესი დაკავშირებულია იმუნოდეფიციტთან. ასევე დადგინდა, რომ გრიპის საწინააღმნდეგო ვაქცინა არ იწვევს ასთმას, ბავშვთა ვაქცინები არ ახდენს აუტიზმის პროვოცირებას. ვაქცინაციის შემდეგ ადამიანს არ ემუქრება დიაბეტი, ჰეპატიტი, მიელომა.

გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები