მიმდინარე სეზონზე საქართველოდან მანდარინის საექსპორტო მოცულობამ 29 ათას 723 ტონა შეადგინა. აღნიშნული მაჩვენებელი 28,5%-ით მეტია, წინა სეზონთან შედარებით, რა დროსაც ქვეყნიდან 23 ათას 122 ტონა მანდარინის ექსპორტი განხორციელდა.აღსანიშნავია, რომ მანდარინის ყველაზე დიდი პარტია რუსეთში გავიდა. კერძოდ, 19 ათას 836 ტონა, რაც მთლიანი საექსპორტო მოცულობის 66, 7%-ია. საქართველოდან პროდუქტის ექსპორტი განხორციელდა ასევე: უკრაინაში, სომხეთში, უზბეკეთში, ყაზახეთში, ბელარუსში, ყირგიზეთსა და ლატვიაში.
საქართველოში მანდარინის აქტიური სეზონი 2018 წლის ნოემბერში დაიწყო და წლის ბოლომდე გაგრძელდა. წინასწარი შეფასებით, ქვეყანაში წარმოებული მანდარინის საერთო მოცულობა 60 ათას ტონას აჭარბებს. როგორც East Fruit წერს, მანდარინის ქართველ მწარმოებლებს პროდუქტის ნაწილი შესაბამისი პირობებით აქვთ შენახული და მისი რეალიზაცია მომდევნო თვეებში განხორციელდება.საქართველოში 1კილოგრამი სტანდარტული მანდარინის საშუალო ფასი 40-დან 70 თეთრამდე მერყეობს.