სადაზღვევო ინდუსტრია მთავრობის მიერ მიღებული იმ დადგენილების შეჩერებას ითხოვს, რომლის თანახმადაც ჯანდაცვის სამინიისტრომ კერძო და სახელმწიფო დაზღვევის გამიჯვნის გადაწყვეტილება მიიღო. სადაზღვევო ინდუსტრიის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ მთავრობას აღნიშნულ საკითხზე ბიზნესთან კონსულტაციები არ გაუვლია. მათივე განმარტებით, გადაწყვეტილების შედეგად მომხმარებელი და ბიზნესი ერთნაირად დაზარალდება. საქართველოს სადაზღვევო ასოციაციის თავმჯდომარე აღნიშნავს, რომ კერძო დაზღვევით მოსარგებლეთა მნიშვნელოვანი ნაწილი ე.წ. დაშენებული პაკეტით სარგებლობს, რაც არ ფარავს მსხვილ სამედიცინო ხარჯებს. დევი ხეჩინაშვილის განმარტებით, კერძო დაზღვეულთა ნაწილი ძვირადღირებული სერვისების დაფინანსების გარეშე დარჩება.