საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, გიორგი ქობულიას კორეის რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს მთავრობასა და კორეის რესპუბლიკის მთავრობას შორის ეკონომიკური თანამშრომლობის შესახებ შეთანხმება გაფორმდა. ხელშეკრულება ორ ქვეყანას შორის ერთობლივი პროექტების განხორციელების შესაძლებლობების შესწავლას ითვალისწინებს საინვესტიციო, ვაჭრობის, ტურიზმისა და მრეწველობის სექტორებში. ამასთან, კორეის რესპუბლიკასა და საქართველოს შორის ინვესტიციების ხელშეწყობისა და დაცვის შეთანხმების შესახებ მოლაპარაკებები დაიწყო.