"ცენტრ პოინტ ჯგუფის" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე გურამ რჩეულიშვილმა პროკურატურას ის საბოლოო პირობები შესთავაზა, რის საფუძველზეც მაია რჩეულიშვილსა და რუსუდან კერვალიშვილთან საპროცესო შეთანხმება უნდა გაფორმდეს.როგორც გურამ რჩეულიშვილმა აღნიშნა, პირობები თავმოყრილია სამოქმედო გეგმაში, რომელიც განხორციელების რამდენიმე ვადას და ვარიანტს მოიცავს. მისივე თქმით, დოკუმენტში მოცემულია კონკრეტული გარანტიები და ვადები, თუ რა როდის უნდა განხორციელდეს.