გამოვლინდა საკანონმდებლო ხარვეზები, ასევე, სასამართლო პრაქტიკაში კანონის არაერთგვაროვნად განმარტების შემთხვევები, პრობლემები სასამართლო გადაწყვეტილების დასაბუთებასა და პროცესის მონაწილეთა კომპეტენციასთან დაკავშირებით, - ამის შესახებ ნათქვამია ფონდ "ღია საზოგადოება - საქართველოს" მხარდაჭერით ჩატარებულ კვლევაში. დღეს საკანონმდებლო ხარვეზების მტკიცებულებების მოპოვებისას ჩატარებული კვლევის შედეგების პრეზენტაცია გაიმართა.კვლევაზე მომუშავე ექსპერტთა ჯგუფმა შეისწავლა საქართველოს კანონმდებლობა, აკადემიური კომენტარები, ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილებები და სხვადასხვა საერთაშორისო თუ არასამთავრობო ორგანიზაციის ანგარიშები.