15:18
20 ნოემბერი, 2019, ოთხშაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
მკურნალი
რა საფრთხეს უქმნის ორგანიზმს მაღალი ტემპერატურა - 50 გრადუსზე მაღალი მაჩვენებელი რამდენიმე წუთში ყველა უჯრედის დაღუპვას იწვევს
29-01-2019

მაღალი ტემპერატურის ხანგრძლივად მოქმედების შედეგად ხდება ორგანიზმის სარეგულაციო-ადაპტაციური მექანიზმების მოშლა, ვითარდება სითბური დაკვრა, ადამიანს ეწყება გულისრევა, თავბრუხვევა და სისუსტე, თვალების წინ ჩნდება მუქი ფერის ლაქები, რაც აძნელებეს მხედველობას, შესაძლოა განვითარდეს კუნთების სპაზმი და ფეხების შეშუპება.

თუ მაღალი ტემპერატურის ზემოქმედება გაგრძელდება, საბოლოოდ ორგანოთა ტერმინალური დაზიანების საფრთხე შეიქმნება, ეს ის მდგომარეობაა, რომლის დროსაც ორგანოები პრაქტიკულად “მოხარშულია”.

43 C-ზე მაღალი ტემპერატურა ადამიანის ორგანიზმისთვის მომაკვდინებელია. ცილების თვისებათა ცვლილება და უჯრედებში შეუქცევადი პროცესები უკვე 41 C-ზე იწყება. სხეულის ტემპერატურის შემდგომი მომატებისას ადამიანი იღუპება თავის ტვინის დაზიანების გამო.

50 C-ზე მაღალი ტემპერატურის ზემოქმედება კი რამდენიმე წუთის განმავლობაში ყველა უჯრედის დაღუპვას იწვევს. რეალურად სითბური დაკვრა ვითარდება მაშინ, როცა შინაგანი ტემპერატურა 410C-ს გადააჭარბებს და მწყობრიდან გამოდის ორგანიზმის თერმოსარეგულაციო სისტემა.

გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები