შოკოლადი, ნამცხვრები და პურ-ფუნთუშეული ონკოლოგიური დაავადების პროგრესირებას უწყობს ხელს, შესაბამისად, არ არის რეკომენდებული ონკოლოგიური პაციენტებისთვის, - აცხადებენ სპეციალისტები. თავისთავად აღნიშნული პროდუქტები მავნებელი არ არის, თუმცა, მავნებელია მათში შემავალი პალმის ზეთი, რომელსაც მწარმოებლები ხშირად დასახელებული პროდუქტების მომზადების პროცესში იყენებენ.როგორც ექსპერიმენტებით გაირკვა, აღნიშნული ცხიმი ააქტივებს ცილა CD36-ს, რომელიც ორგანიზმში სიმსივნური უჯრედების შენარჩუნებას უწყობს ხელს. ბარსელონას ინსტიტუტის მკვლევარებმა ამ ცილის მაღალი შემცველობა გამოავლინეს კანის, საკვერცხეების, ფილტვების, მკერდისა და შარდის ბუშტის კიბოს მქონე პაციენტთა ორგანიზმში. მცენარეული ცხიმები, საზოგადოდ, ასტიმულირებს ცილა CD36–ს გამომუშავებას, რასაც ვირთაგვებზე ჩატარებული ექსპერიმენტები მოწმობს. ცხოველებს, რომლებსაც ინტენსიურად კვებავდნენ პალმის ზეთით, სწრაფად უვითარდებოდათ ონკოლოგიური პათოლოგიები.მკვლევართა განცხადებით, თუ ორგანიზმში დავბლოკავთ CD36 ცილას, სიმსივნური პათოლოგიის გავრცელება 20%-ით შემცირდება. ამ აღმოჩენამ შესაძლოა ახალი სამკურნალო საშუალებების შექმნასაც კი ჩაუყაროს საფუძველი.