07:29
26 ნოემბერი, 2020, ხუთშაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
მკურნალი
რა საფრთხეს შეიცავს მზის სხივები
28-07-2020

მზის ალერგია მზის სხივებზე იმუნური სისტემის რეაქციაა. მზეზე ყოფნის შემდეგ იმუნური სისტემა გარუჯულ კანზე იწყებს ეგრეთ წოდებულ იმუნური ანტისხეულების რეაგირებას, რაც გამოიხატება კანის შეწითლებით, შესივებით, კანის ზედაპირზე ნახეთქებით ან სითხით სავსე ბუშტუკების წარმოქმნით.
ალერგიის ნიშნები შესაძლოა გამოვლინდეს მზეზე გასვლისას მომენტალურად, ან მზეზე ყოფნიდან გარკვეული დროის, რამდენიმე დღის შემდეგაც კი.
ალერგიას ზოგჯერ იწვევს კანზე არსებული ქიმიური ნივთიერების, როგორიც არის - მზისგან დამცავი მალამო, კოსმეტიკური საშუალება, სუნამო - მზის სინათლესთან ურთიერთქმედება. სიმპტომები შესაძლოა 2-3 დღის შემდეგაც კი გამოვლინდეს.

გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები