14:25
21 აგვისტო, 2018, სამშაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
მშობლები
რა საფრთხეს შეიცავს დაბლენდერებული საკვები? - კბილების არასწორად ამოდის, ირღვევა კუჭ-ნაწლავის მოქმედება...
06-08-2018

ზოგჯერ პატარა იმდენად ეჩვევა დაბლენდერებულ საკვებს, რომ მასზე უარის თქმა და მყარ, საღეჭ საკვებზე გადასვლა ძალიან უჭირს. საჭმლის პატარ-პატარა ნაწილაკებიც კი რომ ხვდება პირში, გულს ირევს და უარს ამბობს ჭამაზე. ზედმეტად რომ არ მიეჩვიოს ფაფის კონსისტენციის საკვებს, თადარიგი 6 თვიდან დაიჭირეთ - ამ დროს შეიძლება ორცხობილა დააჭერინოთ ხელში ან გამომშრალი პური.
თუ ბავშვი 2 წლის ასაკში უარს ამბობს მყარი საკვების ჭამაზე და მხოლოდ ფაფისებურ მასას ჭამს, ყბის არასრული დატვირების გამო კბილების არასწორად ამოდის, ირღვევა კუჭ-ნაწლავის მოქმედება, ასევე ბავშვი ცუდად გამოთქვამს თანხმოვნებს. ეს  ასე რომ არ მოხდეს, დროულად მიაჩვიეთ ბავშვი ღეჭვას. შესთავაზეთ ვაშლის ან სტაფილოს ნაჭერი. კატლეტის და გუფთის ნაცვლად კი ნაჭრებად დაჭრილი ხორცი აჭამეთ. არ იდარდოთ თუ თავიდან ცოტა დაეზარება ულუფის ბოლომდე შეჭმა, სამაგიეროდ, მოგვიანებით ბევრ პრობლემას აიცილებთ თავიდან. აღსანიშნავია,რომ ძალიან ბევრი პედიატრი საერთოდ წინააღმდეგია დაბლენდერებული საკვების.

AutoPlay
1100 ბავშვის გამოკვლევამ საშიში ტენდეცია გამოავლინა: ტელევიზორის ყურება პატარებში კომუნიკაციური უნარ-ჩვევების განვითარებას აფერხებს
გამოქვეყნდა 3 საათის წინ
სიცხეში კვებას სიფრთხილით მოეკიდეთ: ზაფხულში ყველაზე უწყინარი პროდუქტებიც კი, ინფექციის წაყაროდ შეიძლება იქცეს
გამოქვეყნდა 4 საათის წინ
როგორ შევინარჩუნოთ რუჯი? - 5-10-წუთიანი თბილი ან გრილი შხაპი; დილა-საღამოს დამატენიანებელი კრემი...
გამოქვეყნდა 22 საათის წინ
რატომ არ შეიძლება პლასტიკის ბოთლების ხელმეორედ გამოყენება?
გამოქვეყნდა 23 საათის წინ
ნაკლებად ჩაგრავენ ქალებს; ზრდასრულობისას მეტს გამოიმუშავებენ - დასაქმებული თუ დიასახლისი დედების შვილები არიან უფრო ბედნიერები?
20-08-2018
მშობლებო სიფრთხილე გმართებთ: 3 ფერის სათამაშოები, რომლებშიც საშიში ნივთიერებების მაღალი კონცენტრაცია აღმოაჩინეს
14-08-2018
გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები