ძაღლის მიერ ნებისმიერი დაკაწვრის, დაკბენის, დადორბვლის შემთხვევაში აუცილებელია, რომ დაუყოვნებლივ მივმართოთ რაბიოლოგს, მაშინაც კი თუკი ცხოველი იყო აცრილი, - ამის შესახებ ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს უფროსმა ვახტანგ ლომჯარიამ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისი თქმით, რისკი იმატებს თუკი დაკბენა ნერვული დაბოლოებების არეალებში მოხდა, მაგალითად თითებზე, თავის არეში და ა.შ.
როგორც ლომჯარიამ აღნიშნა, ძაღლების მიერ დაკბენა-დაკაწვრის შემთხვევები წინა წელთან შედარებით გაზრდილი არ არის, თუმცა, მისი თქმით, მსგავს შემთხვევებს პატრონიანი ძაღლებისგან უფრო ხშირად აქვს ადგილი, ვიდრე მიუსაფარი ცხოველებისგან.ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს უფროსმა მოსახლეობას მოუწოდა, არ მიატოვონ თავიანთი ძაღლები ქუჩაში. მისი თქმით, ცხოველის ყოლის სურვილის შემთხვევაში, სააგენტო მზად არის, როგორც ინდივიდუალურ პირებს, ასევე ორგანიზაციებს თავშესაფარში მყოფი ცხოველები აჩუქო