ბონის უნივერსიტეტის სპეციალისტებს მიაჩნიათ, რომ სწრაფი კვება მავნებელია ორგანიზმისათვის, რადგან ის იწვევს იმუნური სისტემის ისეთ რეაქციას, რომელიც, ჩვეულებრივ, ინფექციებისთვისაა დამახასიათებელი. ამ პათოლოგიურ ძვრებს ხელს უწყობს ცხიმებისა და ნახშირწყლების დიდი რაოდენობით შემცველი საკვები. კვლევის ფარგლებში მეცნიერები ატარებდნენ ექსპერიმენტებს ვირთაგვებზე. ისინი ცხოველებს კვებავდნენ უჯრედისით ღარიბი და იმავდროულად მაღალკალორიული საკვებით. შედეგად მღრღნელებს ორგანიზმში ეწყებოდათ ანთებითი პროცესები, სისხლში უვლინდებოდათ დიდი რაოდენობით ლეიკოციტები. საყურადღებოა, რომ ჩვეულებრივ საკვებზე გადასვლისას ცხოველებს ჩამოთვლილი სიმპტომები უქრებოდათ. თუმცა, შესაბამისი გენები მომდევნო 4 კვირის განმავლობაში მაინც გააქტიურებული რჩებოდა.
სპეციალისტები მივიდნენ დასკვნამდე, რომ ცხიმებისა და ნახშირწყლების ნაკლებობით გამორჩეული დიეტები არა მხოლოდ სიმსუქნესთან საბრძოლველადაა ეფექტური, სხვადასხვა ქრონიკული პათოლოგიის განვითარების რისკსაც ამცირებს.