ენერგოომბუდსმენმა 2016 წლის ანგარიში წარადგინა. სალომე ვარდიაშვილმა დეტალურად მიმოიხილა საანგარიშო პერიოდში მომხმარებელთა უფლებრივი მდგომარეობა და საზოგადოებრივი დამცველის სამართლებრივი რეაგირებები. კვლევა ელექტროენერგიის, ბუნებრივი აირისა და წყალმომარაგების სექტორში არსებულ პრობლემებს მოიცავდა. ანგარიშის თანახმად, 2016 წელს მომხმარებელთა საჩივრების რაოდენობის მხრივ წყალმომარაგების სექტორი ლიდერობდა.