უხვი ნალექისა და სამდღიანი გადაუღებელი თოვის გამო, კვლავ პრობლემებია ბათუმში. გაძნელებულია ავტომობილების მოძრაობა. გადაადგილება უჭირთ ფეხით მოსიარულეებსაც. ბათუმელების თქმით, გაწმენდილია მხოლოდ ცენტრალური ქუჩები. მათ პრეტენზიები აქვს ადგილობრივ ხელსიფულებასთან, თუმცა ბათუმის მერიაში აცხადებენ, რომ ყველა სამუშაოები დროულად და შეუფერხებლად მიმდინარეობს.