ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციისა წევრი ქვეყნების წამყვანმა ექსპერტებმა ბიზნესმენებს efta-სა და საქართველოს შორის გაფორმებული ხელშეკრულების დეტალები გააცნეს. შვეიცარია, ნორვეგია, ისლანდია და ლიხტენშტეინი - ეს იმ ქვეყნების ჩამონათვალია, სადაც ქათველ მეწარმეებს პროდუქტის დიდი ნაწილის სატარიფო ბარიერების გარეშე ექსპორტის შესაძლებლობა აქვთ. საქართველო შვეიცარიის ბიზნეს ასოციაციის მიერ ჩატარებული წინასწარი მოკვლევით, ეfტას წევრ ქვეყნებში ექსპორტის დიდი პოტენციალი აქვს სოფლის მეურნეობის ბიო პროდუქტს, ღვინოსა და სხვა ალკოჰოლუირ სასმელებს, ასევე ჩირსა და კენკროვნებს. ერთი თვეა, რაც ეfტას წევრ ქვეყნებთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება სრულად ამოქმედდა. ქართული კომპანიების წარმომადგენლები აღნიშნავენ, რომ ახალი შესაძლებლობა მათ ბაზრის დივერსიფიცირების მნიშვნელოვან შანსს აძლევს.