საქართველოს მოქალაქეები თურქეთში სეზონურ სამუშაოებზე დასაქმებას შეძლებენ, თუმცა გარკვეული პირობებით. უფრო კონკრეტულად კი, საზღვრის დატოვებისას, მათ უნდა წარმოადგინონ ოფიციალური ცნობა დამსაქმებლისგან, წინააღმდეგ შემთხვევაში საზღვრის გადაკვეთას ვერ შეძლებენ. რაც შეეხება თურქეთიდან საქართველოში დაბრუნებას, ამ შემთხვევაში მოქალაქეებს ვალდებულება აქვთ, რომ საკარანტინე რეჟიმი გაიარონ.