02:42
10 აპრილი, 2020, პარასკევი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
არცოდნა აკრძალულია
რა ნიშნული აჩვენა ხელსაწყომ, რომლითაც ჩვენ კომბოსტო და ბროკოლი ნიტრატებზე შევამოწმეთ - ვისაც საზომი არ გაქვთ, ეს 2 წესი უნდა დაიცვათ
06-02-2019

იყიდება თუ არა  დასაშვებ ნორმაზე მეტი ნიტრატებით გაჯერებული კომბოსტო თბილისის ბაზარში, ნიტრტების საზომით გავზომეთ. ჩვენი შემოწმების შედეგად,  ცალკეულ შემთხვევებში, კომბოსტოს ყველაზე გავრცელებულ სახეობაში ნიტრატების საზომმა, დასაშვებ ნორმაზე მეტი მაჩვენებელი დააფიქსირა.  შეძენისას მომხმარებლების დიდი ნაწილი მსგავსი მეთოდით კომბოსტოს ვერ შეამოწმებს, ამიტომ მათთვის შემდეგი რჩევებია გასათვალისწინებელი.  თუ კომბოსტოს მოხარშულს, მოთუშულს, ან შემწვარს მიირთმევთ სანერვიულოც არაფერია, რადგან მაღალ ტემპერატურაზე ნიტრატების რაოდენობა საგრძნობლად მცირდება.  თუმცა უმად მირთმევამდე უმჯობესია ბროკოლიც და ყვავილოვანი კომბოსტოც მინიმუმ 20 წუთით წყალში გააჩეროთ, ღეროთი ზემოთ, ასეთი მოქმედების შემდეგ მასში 25 პროცენტიტ მცირდება ნიტრატები.  ჩვეულებრივი კომბოსტოს შემთხვევაშიც შეგიძლიათ იგივე ხერხს მიმართოთ, თუმცა მანამდე მას გული უნდა ამოჭრათ, რადგან ყველაზე მეტი ნიტრატი სწორედ გულში იყრის თავს,  გარდა ამისა გულის ამოჭრის შემდეგ, წყალი შედარებით მარტივად მოხვდება კომბოსტოს შიდა შრეებში.

იხილეთ გადაცემა სრულად

AutoPlay
რას არ უნდა შეიცავდეს ბავშვის მოვლის საშუალებები და როგორი უნდა იყოს უსაფრთხო, მაღალი ხარისხის პროდუქცია
02-10-2019
"არცოდნა აკრძალულია": ყველაფერი, რაც ჰიგიენური საფენების არჩევისა და მოხმარების შესახებ უნდა იცოდეთ
17-09-2019
"არცოდნა აკრძალულია" - როგორ ამოვიცნოთ ხარისხიანი შოკოლადი და როგორი უნდა იყოს მაღალი ხარისხის ტკბილეული?
03-09-2019
ყველის არჩევისა და შენახვის წესები; ხარისხიანი რძის პროდუქტების ცნობა - ყველაფერი ის, რისი "არცოდნა აკრძალულია"
30-07-2019
3 ყველაზე საყვარელი პროდუქტი, რომლის გარეშე ზაფხული წარმოუდგენელია - ყველაფერი ერთ ვიდეოში, რაც საზამთროს, ნესვსა და ნაყინზე უნდა იცოდეთ
09-07-2019
ახდენს თუ არა ცუდ გავლენას რეპროდუქციაზე და ენდოკრინოლოგიურ დაავადებებზე ნივთიერება, რომელიც დეოდორანტებშია? - გაიგეთ ცალკეული კვლევის შედეგები
08-07-2019
გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
მარინე
05-03-2019
მინდა ნიტრატების საზომი,სად შეიძლება რომ შევიძინო?ბათუმში ვცხოვრობ.
სხვა სიახლეები