სოსო ჯოხაძის მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ ბადრი ნათობაძეს ბრალი 109-ე მუხლით წაუყენეს, რაც დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის ჩადენას გულისხმობს. ბადრი ნათობაძის ადვოკატის, ლევან პატარქალიშვილის ინფორმაციით, დაკავებულს ფიზიკური დაზიანებები აქვს მიყენებული. ადვოკატი ექსპერტიზის ჩატარებას ითხოვს. მისივე თქმით, ბადრი ნათობაძე ბრალს არ აღიარებს.