22:06
17 ივნისი, 2021, ხუთშაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
ეკონომიკა
რა მოცულობის ჯარიმა დააკისრა სებ-მა ფინანსურ სექტორს ფულის გათეთრების კანონმდებლობის დარღვევებზე
18-05-2021

„ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევისათვის, ეროვნულმა ბანკმა გასულ წელს ფინანსურ სუბიექტებს 584 ათასი ლარის ჯარიმა დააკისრა. ამის შესახებ ეროვნული ბანკის მიერ წარდგენილი 2020 წლის ანგარიშიდან ირკვევა.

ანგარიშის თანახმად, 2020 წლის განმავლობაში შემოწმდა საფინანსო სექტორის 23 წარმომადგენელი, მათ შორის, 10 სუბიექტი, რომლის ინსპექტირება 2019 წელს დაიწყო და 2020 წელს დასრულდა.

დაკისრებული ჯარიმის მოცულობით კომერციული ბანკები და მიკროსაფინანსო ორგანიზაციები გამოირჩევიან. კერძოდ, ანგარიშის მიხედვით, კომერციულ ბანკებს - 276 ათასი ლარის ჯარიმა დაეკისრა; მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს - 271 ათასი ლარის; საგადახდო მომსახურების პროვაიდერებისთვის დაკისრებულმა ჯარიმამ- 21 ათასი ლარი შეადგინა; ვალუტის გადამცვლელ პუნქტებს - 16 ათასი ლარის ჯარიმა დაეკისრათ.

გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები