2020 წლის მესამე კვარტლის მდგომარეობით, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, სესხის გამცემმა სუბიექტებმა 23 მილიონ 642 ათასი ლარით მეტი სესხი გასცეს.
კერძოდ, სესხის გამცემი სუბიქტების კონსოლიდირებული მონაცემების თანახმად, 2019 წლის მე-3 კვარტლის მდგომარეობით, მათ მიერ გაცემული იყო 407 მილიონ 154 ათასი ლარის სესხი, მიმდინარე წლის ანალოგიურ პერიოდში კი 430 მილიონ 800 ათასი ლარის.
აქედან 379 მილიონ 555 ათასი ლარი ფიზიკურ, ხოლო - 51 მილიონ 245 ათასი ლარი იურიდიულ პირებზე მოდის. 2020 წლის მე-3 კვარტლის მდგომარეობით, სესხის გამცემი სუბიექტების მიერ გაცემულ კრედიტებს შორის, ყველაზე დიდი წილი 311 ათას 681 სესხი - სალომბარდე სესხებზე მოდის. მას მოსდევს ონლაინ სესხები - 233 ათას 81 სესხით; მე-3 ადგილზეა - სამომხმარებლო სესხი. მე-4 და მე-5 პოზიციებზე კი ვაჭრობა და მომსახურება და ავტოსესხი იკავებს.
ცნობისთვის, სესხის გამცემ სუბიექტებს დარეგისტრირების ვალდებულება 2019 წლის 1-ლი იანვრიდან აქვთ. ერონული ბანკის მონაცემებით, 2020 წლის ნოემბრის მდგომარეობით, რეგისტორებული იყო 198 სუბიექტი, 2019 წლის იანვარში კი, როდესაც მათ რეგისტრაციის ვალდებულება დაეკისრათ, მხოლოდ 11 სუბიექტი ოპერირებდა.