საინიციატივო ჯგუფი საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდს მიმართავს, მათ მიერ ალტერნატიული ხედვის მომზადებამდე კონკრეტული გადაწყვეტილება არ მიიღონ. როგორც საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტმა, საქართველოს მედიის პროფესიული კავშირის თავმჯდომარემ ლაშა მეხმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, საინიციატივო ჯგუფი დღეს, შეხვედრას გამართავს, სადაც ჯგუფის წევრები კონკრეტულ გეგმებსა და ნაბიჯებზე ისაუბრებენ. ამასთან, ამ წუთებში, საზოგადოებრივ მაუწყებელში ბორდის წევრები გენერალურ დირექტორ ვასილ მაღლაფერიძესთან შეხვედრას მართავენ.