ზუგდიდში, „საქართველოს ბანკში“ მყოფი ერთ-ერთი მძევალი „მთავარი არხის“ პირდაპირ ეთერში ჩაერთო და ბანკში არსებული ვითარება მაყურებელს უჩვენა. შეგახსენებთ, ზუგდიდის ცენტრში, გამსახურდიას ქუჩაზე მდებარე საქართველოს ბანკში შეიარაღებულმა პირმა მძევლები აიყვანა.
არსებული ინფორმაციით, ბოროტმოქმედი შეიარაღებული იყო ავტომატით და ხელყუმბარით. როგორც ცნობილია, მას მძევლებად ჰყავდა აყვანილი როგორც ბანკის თანამშრომლები, ისე მომხმარებლები.
ადგილზე მობილიზებულია ზუგდიდის პოლიცია და სპეცრაზმი. თანამშრომელთა ნაწილმა მოახერხა სახურავზე ასვლა და ისინი გაათავისუფლეს. მეორე ნაწილი კი კვლავ შენობაში დარჩა.