უკრაინის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახური მიხეილ სააკაშვილს უკრაინაში შესვლაზე უარს ეტყვის, თუ ის რომელიმე გამშვებ პუნტქზე გამოცხადდება, - აღნიშნულის შესახებ გამოცემა „უკრაინსკაია პრავდას“ სასაზღვრო სამსახურის პრესმდივანმა ოლეგ სლობოდიანმა განუცხადა.„თუ საზღვარს კვეთს ადამიანი, რომელსაც ძალადაკარგული დოკუმენტი აქვს, ასეთი დოკუმენტის ამოღება ხდება, ხოლო პირს უარს ეუბნებიან საზღვრის გადაკვეთაზე“, - განაცხადა სლობოდიანმა.მისი განმარტებით, უკრაინის მოქალაქეობის შეწყვეტის შემთხვევაში, უკრაინის მოქალაქის შესაბამისი პასპორტი ძალას კარგავს.