რა მოხდა ბათუმში - 24 წლის გოგოს ცხედარი საკუთარ სახლში იპოვეს - Palitra News

რა მოხდა ბათუმში - 24 წლის გოგოს ცხედარი საკუთარ სახლში იპოვეს

2017-11-20 18:07:28+04:00

ბათუმში, ბარცხანის დასახლებაში, საკუთარ საცხოვრებელ სახლში ახალგაზრდა ქალის ცხედარი იპოვეს. გარდაცვლილი 24 წლისაა. მაშველები და სასწრაფო დახმარების ბრიგადა ადგილზე მეზობლებმა გამოიძახეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქმე სისხლის სამართლის 115-ე მუხლით აღიძრა, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. პირველადი დათვალიერებით ცხედარს ძალადობის კვალი არ აღენიშნება. შემთხვევის ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობდნენ.