ეკონომიკის მინისტრი და პარლამენტის თავმჯდომარე ბიზნესასოციაციის წევრებს შეხვდნენ. სხდომაზე ის რეგულაციები განიხილეს, რომლებიც კომისიის მუშაობის ფარგლებში, შესაძლოა გადაიხედოს. მათ შორის ყურადღება გამახვილდა თავისუფლების აქტით გაწერილ ვალდებულებებზე. ეკონომიკის მინისტრი კონსტიტუციიდან 94-ე მუხლის ამოღებას მხარს არ უჭერს. გიორგი გახარიას განცხადებით, კონსტიტუციაში უნდა დარჩეს ჩანაწერი, რომლის მიხედვითაც რეფერენდუმის გარეშე მთავრობას გადასახადების შემოღების ან არსებულის გაზრდის უფლება არ აქვს.