2019 წლის მე-2 კვარტალში საქართველოს ტერიტორიაზე 2 მილიონ 200 ათასი საერთაშორისო არარეზიდენტი მოგზაური შემოვიდა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 13.4 პროცენტით მეტია.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, საანგარიშო პერიოდში ყველაზე მეტი ვიზიტი, 46.6 პროცენტი დასვენების, გართობისა და რეკრეაციის მიზნით განხორციელდა. მეგობრების,ნათესავების მონახულების მიზნით 17.1 პროცენტი შემოვიდა. ხოლო 15.7 პროცენტი ქვეყანაში ტრანზიტის გამო შემოვიდა. პროფესიული და ეკონომიკური საქმიანობის მიზნით 10.8 პროცენტი, შოპინგი - 5.8 პროცენტი და მკურნალობისთვის საქართველოს 1.4 პროცენტი ეწვია.
აღსანიშნავია რომ ვიზიტების უმრავლესობა თბილისსა და აჭარაში განხორციელდა, შესაბამისად, 1 მილიონ 69 ათას 300 და 516 ათას 700 ვიზიტით.