თბილისელებს ყველაზე რეალურ საფრთხედ ეკონომიკური კრიზისი მიაჩნიათ. "ეისითის" მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 92% ფიქრობს, რომ ქვეყანა ეკონომიკური კრიზისის საფრთხის წინაშე უკვე დგას.კვლევაში მონაწილეთა აზრით, ქვეყანა ასევე დგას ისეთი საფრთხეების წინაშე, როგორებიცაა მიგრაცია (85%); ეკოლოგიური კატასტროფები - (85%); დემოგრაფიული კრიზისი – (84%); ქართული ტერიტორიების ოკუპაცია სხვა ქვეყნების მიერ (83%) და ბუნებრივი კატაკლიზმები (სეტყვა, გვალვა, წყალდიდობა).
გამოკითხული რესპონდენტები ქვეყნის წინაშე მდგარ საფრთხეებად შედარებით ნაკლებად მოიაზრებენ კრიმინალის გაძლიერება / მატებას, სამოქალაქო დაპირისპირებასა და ომს. ტერორიზმი, რომელიც თანამედროვე სამყაროს ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენს, თბილისელების 37%-ს მიაჩნია საქართველოს წინაშე მდგარ რეალურ საფრთხედ. "ეისითის" ცნობით, გამოკითხვა შემთხვევითი შერჩევის გზით 400 ზრდასრულ თბილისის მოსახლეს შორის 2017 წლის 16-დან 19 ივნისამდე პერიოდში ჩატარდა.