დავით სერგეენკოს ჯანდაცვის ერთ-ერთ ყველაზე სუსტ რგოლად, პაციენტებამდე არასრული ინფორმაციის მიტანა მიაჩნია. სამინისტრომ მოქმედი პროგრამების ეფექტურება შეისწავლა, რომლის შედეგადაც გამოვლინდა, რომ ექიმები, პაციენტებს, მედიკამენტებით უზრუნველყოფის პროგრამაზე სრულ ინფორმაციას არ აწვდიან, შესაბამისად, პროგრამით მოსარგებლებთა რაოდენობა ბევრად ნაკლებია და მისი ეფექტური გამოყენება ვერ ხდება. სერგეენკომ, მედიკოსებთან შეხვედრაზე, ექიმების მხრიდან პაციენტებისადმი გულგრილ დამოკიდებულებაზეც გაამახვილა ყურადღება. მისივე თქმით, პირველადი ჯანდაცვის გაძლიერება სამინსტროს ზეპრიორიტეტული ამოცანაა და ამ პროცესში ექიმების ჩართულობა, კრიტიკულად მნიშვნელოვანია.ჯანდაცვის სამინინისტროს ინფორმაციით, მოსახლეობის დანახარჯების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი ე.წ. ჯიბიდან გადასახადები, საყოველთაო ჯანდაცვის შემოღების შემდეგ მნიშვნელოვნად შემცირდა, თუმცა დღეისთვის ისევ მაღალი რჩება, კერძოდ 50%-ს აჭარბებს. ამ დანახარჯების თითქმის 80% ისეთ მედიკამენტებზე მოდის, რომლებიც სამედიცინო დაწესებულებების გარეთ, ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში უნდა მიიღოს ადამიანმა.