სავაჭრო ცენტრ "ბავშვთა სამყაროს" ე.წ. ოქროს ბირჟის მოვაჭრეები დახმარებას ითხოვენ. მათი თქმით, გასაყიდი პროდუქცია ბანკის ვალებით ჰქონდათ ნაყიდი და შესაბამისად, ზარალი ათეულობით ათას დოლარს შეიძლება შეადგენდეს. მოვაჭრეები ადმინისტრაციაზე დაყრდნობით აცხადებენ, რომ სეიფები, სადაც ოქრო ინახებოდა გადარჩენილია, ხოლო დახლზე დატოვებული პროდუქცია - არა. ბავშვთა სამყაროში დასაქმებული მოვაჭრეების ვერსიით შენობა ხელოვნურად არის დამწვარი.