ჩუმათელეთი-ზესტაფონის მონაკვეთზე მისაბმელიანი ტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა, - საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ძლიერი თოვისა და ლიპყინულის გამო, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის კმ130-კმ193 მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თვისუფალია. საქართველოს სხვა ავტომაგისტრალებზე ამ დროისთვის შეზღუდვები მოხსნილია.