ხაშური-ახალციხე-ვალეს საავტომობილო გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, საერთაშორისო მნიშვნელობის ხაშური-ახალციხე-ვალეს (თურქეთის რესპუბლიკის საზღვარი) საავტომობილო გზის კმ80-კმ93 მონაკვეთზე მისაბმელიანი ტრანსპორტის მოძრაობაზე მოცურების საწინააღმდგო ჯაჭვების გამოყენების რეჟიმი მოიხსნა და აღნიშნულ მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.