თავს ძალა დავატანე და ვნახე ივანიშვილის ეს ბოლო, სრულიად არეული ინტერვიუ, - ასე გამოეხმაურა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ საკაშვილი პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუს.როგორც სოციალურ ქსელში საკუთარ ვიდეომიმართვაში მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, ბიძინა ივანიშვილი შინაგან საქმეთა მინისტრს, გიორგი გახარიას გადაეფარა და ფაქტობრივად აღიარა, რომ აქციის დარბევის ბრძანება მან გასცა. ამასთან, სააკაშვილი ამბობს, რომ ივანიშვილი ბოლომდე ამართლებს რუსების ჩამოყვანას და პუტინისადმი გაწოლის პოლიტიკას.