ირაკლი ღარიბაშვილი განცხადებით, საქართველოს მთავრობა ევროკავშირისგან 75 მლნ ევროს ფინანსურ დახმარებაზე უარს აცხადებს. პრემიერის განმარტებით, ამის მიზეზი კი ისაა, რომ ქვეყანამ საგარეო ვალის შემცირება უნდა დაიწყოს, მეორეს მხრივ კი როგორც პრემიერ მინისტრი აცხადებს, საქართველოსთვის მოცემული ფინანსური დახმარება აუცილებელი არაა.
მოცემული 75 მილიონი ევრო 2020 წლის აპრილში გამოცხადებული მაკროფინანსური დახმარების პროგრამიდანაა, რომელიც მიზნად ისახავდა კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული სოციალურ-ეკონომიკური შედეგების შერბილებას.
თუმცა აქ ერთი ძალიან საინტერესო გარემოებაა, კერძოდ, მოცემული 75 მილიონი ევროს ოდენობის ტრანში კოვიდ-19 პანდემიასთან გასამკლავებლად მიმართული მაკროფინანსური დახმარების პროგრამიდან ევროკავშირის საქართველოს მთავრობასთან რეფორმების განხორციელებასთან დაკავშირებულ შეთანხმებას მოჰყვება. რეფორმები სახელმწიფო ფინანსების მართვის, მმართველობის ენერგეტიკის სექტორისა და შრომის ბაზართან დაკავშირებული პოლიტიკის სფეროებში უნდა განხორცილდეს. აღსანიშნავია, რომ იმ შემთხვევაში, თუ ევროკავშირის ამ პირობებს საქართველო ვერ შეასრულებდა, მაშინ ამ დახმარებას ვერ მიიღებდა.