28 ნომებნერს საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური გაიმართა და ქვეყნის მოსახლეობა რიგით მე-5 პრეზიდენტი აირჩია. საინტერესოა, რა ქონებით ტოვებს მოქმედი პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ქვეყნის მთავარსარდლის თანამდებობას. 2018 წლის 3 მარტს შევსებული დეკლარაციის მიხედვით, გიორგი მარგველაშვილმა 2017 წელს პრეზიდენტის პოსტზე 82 ათას 800 ლარის შემოსავალი მიიღო.
რაც შეეხება მის ქონებას, მარგველაშვილი ფლობს 4 ათას 462 კვადრატული მეტრის მიწის ნაკვეთსა და 200 კვადრატული მეტრი ფართის სახლს დუშეთში. მის მფლობელობაშია ასევე, თბილისში 165 კვადრატული მეტრი ფართობის საცხოვრებელი სახლი, რომელიც მარგველაშვილმა 2011 წელს შეიძინა; ამასთან, ქვეყნის რიგით მე-4 პრეზიდენტი ფლობს 120 კვადრატული მეტრი ფართობის ბინას დედაქალაქში.
დეკლარაციის მიხედვით, პრეზიდენტობის პერიოდში, 2016 წელს მარგველაშვილმა დუშეთში 40 კვდრატული მეტრის საცხოვრებელი სახლი შეიძინა, რაშიც 10 ათასი ლარი გადაიხადა. მასვე დეკლარაციის შევსების მომენტში სახელფასო ანგარიშზე 6 ათას 695 ლარი ჰქონდა.