ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულმა ბიურომ თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე კომპლექსური ექსპერტიზა დაასრულა. აღნიშნული ინფორმაცია მაჩალიკაშვილის ოჯახის ადვოკატმა, მარიამ კუბლაშვილმა გაავრცელა. კომპლექსურმა ექსპერტიზამ, რომელიც დაცვის მხარის მოთხოვნით ჩატარდა, პასუხი უნდა გასცეს კითხვას, თუ რა მდგომარეობაში იყო თემირლან მაჩალიკაშვილი იარაღის გასროლისას.შეგახსენებთ, რომ 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილი 2017 წლის 26 დეკემბერს, სუს-ის მიერ პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციისას თავის არეში დაიჭრა. იგი 10 იანვარს წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის მრავალპროფილიან კლინიკურ საავადმყოფოში გარდაიცვალა.