გიგი უგულავას პატიმრობის ვადა სააპელაციო სასამართლომ გაუნახევრა. საუბარია ე.წ. თბილსერვის ჯგუფის საქმეზე. თბილისის ყოფილი მერი ამ საქმის ნაწილში დამნაშავედ ცნეს და 4 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა ჰქონდა მისჯილი. მოსამართლის გადაწყვეტილებით, განაჩენში ცვლილება შევიდა, გიგი უგულავას ბრალი გადაუკვალიფიცირდა სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების პირველი ნაწილით, ამის საფუძველზე სასჯელი შეუმცირდა და პატიმრობის ვადად 1 წელი და 9 თვე განესაზღვრა.