არსებული ინფორმაციით, გუდაურში საბაგირო მწყობრიდან მუხრუჭების დაზიანების გამო გამოვიდა. „კურიერის“ ინფორმაციით, საბაგიროს მუხრუჭების დაზიანებამ, კალათების უკუსვლა გამოიწვია.შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა. ამ დროისთვის მაშველებს ტურისტები ავარიული დაშვებით ჩამოჰყავთ.როგორც ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, დაშავებულთა გადმოსაყვანად თბილისიდან რეანომობილები მიემართებიან. მათ პირველადი დახმარება გუდაურში არსებულ ამბულატორიაში ჩაუტარდათ. სოციალურ ქსელში შემთხვევის ამსახველი ფოტო და ვიდეომასალაც ვრცელდება.
იხილეთ:
როგორ ცვივა ხალხი გონდოლებიდან - წუთები, როცა გუდაურში საბაგირო ავარიულად გაჩერდაკადრები გუდაურიდან, სადაც მუხრუჭების დაზიანების გამო საბაგირო მწყობრიდან გამოვიდა - არიან დაშავებულები