ოპოზიციურ ძალთა ბლოკის ლიდერი ასლან ბჟანია სოხუმში ჩავიდა და დე ფაქტო პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობასთან შეკრებილებს შეუერთდა. ოპოზიციის წარმომადგენლები და მათი მხარდამჭერები მას აპლოდისმენტებით შეხვდნენ.
სააგენტო „სპუტნიკის“ ინფორმაციით, ამ დროისთვის ადმინისტრაციის შენობასთან ვითარება მშვიდია. თუმცა, ოპოზიციის წარმომადგენლები, რომლებიც შენობაში შეიჭრნენ, მის დატოვებას არ აპირებენ.
ასლან ბჟანია 2019 წლის აპრილში მოსკოვის საავადმყოფოში მძიმე მდგომარეობით გადაიყვანეს. მასთან ერთად საავადმყოფოში, იმავე სიმპტომებით, მისი დაცვის ორი თანამშრომელიც მოხვდა.