თბილსერვის ჯგუფის თანამშრომლებმა მეტროსადგურ "ახმეტელის" მიმდებარე ტერიტორია გარე ვაჭრობისთვის განკუთვნილი უნებართვო კონსტრუქციები აირეს. ზედამხედველობის სამსახურის ინფორმაციით, ტერიტორიაზე გარევაჭრობა აკრძალულია და კანონი ყველას ეხება. მერიაში განმარტავენ, რომ მოვაჭრეები ამის შესახებ წინასწარ გააფრთხილეს.