ზოგჯერ ადამიანის ორგანიზმში დიდი ზომის თრომბი ყალიბდება. სისხლის ნაკადთან ერთად ის გადაადგილება სისხლის მიმოქცევის სისტემაში და საბოლოოდ შეიძლება გამოიწვიოს სისხლძარღვის დახშობა.მაგალითისთვის, თუ მოხდა ფილტვის არტერიის დახშობა, ადამიანი რამდენიმე წამში იღუპება. მოციმციმე არითმიის დროს, მარცხენა წინაგულში თრომბის არსებობამ შეიძლება გამოიწვიოს მძიმე ინსულტი, რადგანაც გულის სისხლძარღვებიდან ის პირდაპირ თავის ტვინის სისხლძარღვებში ხვდება.სტატისტიკის თანახმად, თრომბები ხშირად კი არ წყდება, არამედ წარმოიქმნება. ექსპერტების თქმით, ისინი იზრდება და რაღაც მომენტში მიოკარდიუმის გავრცელებული ინფარქტის მიზეზი შეიძლება გახდეს.თრომბის წარმოქმნას ხელს უწყობს ხანგრძლივი, უმოძრაო მდგომარეობა, ალკოჰოლის ჭარბი მიღება, სიგარეტის მოწევა და ქრონიკული დაავადებები.