საქართველოს ერთ-ერთ წამყვანი ფინანსური ინსტიტუტის თიბისი ბანკის საქმიანობით პროკურატურა დაინტერესდა. გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, „თიბისი ბანკთან“ დაკავშირებით გამოძიება უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე მიმდინარეობს.პროკურატურის მიერ „თიბისი ბანკის“ დოკუმენტაციის ამოღებისა და შესწავლის ფაქტს თავად საფინანსო ინსტიტუტი ეხმაურება. კომპანიაში აცხადებენ, რომ საქმე ეხება 2008 წლის რიგით, კანონიერ საბანკო ოპერაციას, რომელიც არაერთხელ იქნა სახელმწიფო სტრუქტურების და ეროვნული ბანკის მიერ შესაბამის პერიოდებში შემოწმებული. ბანკის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთთიბისი ბანკის საქმიანობით პროკურატურის დაინტერესებას ბიზნესზე ზეწოლის მცდელობად აფასებენ ოპოზიციაში. რომან გოცირიძის განცხადებით, ლონდონის ბირჟაზე გასული ავტორიტეტულ ქართული ბანკზე შეტევა საერთაშორისო ინვესტორებსა და თავად ბანკის რეპუტაციაზე უარყოფიტად აისახებასაზოგადოება და ბანკების ანალიტიკოსი ანი ალიბეგაშვილი აცხადებს რომ თავად თიბისი ბანკის აქციების ფასი დღევანდელი მონაცემებით მცირედით შემცირებულია, თუმცა ეს მერყეობა ერთმნიშვნელოვნად თიბისისთან დაკავშირებულ სკანდალს არ შეიძლება უკავშირდებოდეს"თიბისი ჯგუფის" მიერ საკუთარ ვებგვერდზე გავრცელებულ ინგლისურენოვან განცხადებაში დასტურდება, რომ ბანკში 2007- 2008 წლებში მარეგულირებელმა მართლაც განახორციელა ინსპექტირება და კომპანია ერთი მილიონი ლარით დააჯარიმა. თავის მხრივ კი თი ბი სი-მ უკვე გააპროტესტა აღნიშნული ჯარიმა საქართველოს სასამართლოებში, რის შედეგადაც სანქციის გადახდის ვადა შეჩერდა. თიბისი ბანკთან დაკავშირებულ დეტალებზე საუბრისგან თავს იკავებენ ეროვნულ ბანკში. მარეგულირებელში აცხადევბენ, რომ "თიბისი ბანკი" ფინანსურად ძლიერი და მდგრადი საკრედიტო ინსტიტუტია და სრულად აკმაყოფილებს ყველა ეკონომიკურ ნორმატივსა და ლიმიტს.