დღეს დილით საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერების კოლონა ლვოვიდან „კრაკოვეცის“ გამშვები პუნქტისკენ დაიძრა. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „რია ნოვოსტი“ ავრცელებს.სააგენტოს ინფორმაციით, მხარდამჭერების კოლონა ასამდე ავტომობილის და მიკროავტობუსისგან შედგება. მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერები ლვოვიდან ადგილობრივი დროით 06:00 საათზე დაიძრნენ.როგორც მხარდამჭერებმა სააგენტო „რია ნოვოსტის“ განუცხადეს, დარწმუნებულნი არიან იმაში, რომ მიხეილ სააკაშვილი შეძლებს საზღვრის გადაკვეთას და მანამ დარჩებიან საზღვარზე, ვიდრე მას უკრაინაში არ შეუშვებენ.დღეს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი „კრაკოვეცის“ გამშვები პუნქტის გავლით უკრაინაში დაბრუნებას შეეცდება.