თბილისის მეტროსადგურ "უნივერსიტეტის" მშენებლობა აქტიურ ფაზაშია შესული და ამჟამად ბეტონის სამუშაოები მიმდინარეობს. სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული ესპანურ-იტალიური კომპანია "ასიგნია კობრა" ახორციელებს. მშენებლობაზე ასევე საერთაშორისო საზედამხედველო კომპანია
"ევროსტუდიო" მუშაობს. "უნივერსიტეტს" ოთხი ჩასასვლელი ექნება, რომლებიც სანდრო ეულის ქუჩიდან მოეწყობა.მეტროსადგური ადაპტირებული იქნება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის. პროექტის სავარაუდო ღირებულება 83 მილიონი ლარია.
იხილეთ ვრცლად bpn.ge-ზე