51-ე საჯარო სკოლაში, რომლის ორი მოსწავლე ხორავას ქუჩაზე ჩხუბის შედეგად დაიღუპა, დირექტორი და პედაგოგები არიან შეკრებილები 51-ე საჯარო სკოლაში, რომლის ორი მოსწავლე ხორავას ქუჩაზე მომხდარი ჩხუბის შედეგად დაიღუპა, დირექტორი და პედაგოგები არიან შეკრებილები. ისინი მედიასთან არ აკონკრეტებენ, რატომ მივიდნენ დღეს სკოლაში.როგორც ”ინტერპრესნიუსს” 51-ე სკოლის ერთ-ერთმა მასწავლებელმა განუცხადა, მას დაურეკეს და სკოლაში მისვლა სთხოვეს."ამ ბავშვებს მე არ ვასწავლიდი, მაგრამ დამირეკეს და მითხრეს, რომ დირექტორს უნდა შევხვედროდი”,- განაცხადა ერთ-ერთმა პედაგოგმა.როგორც ცნობილია, გუშინ ხორავას ქუჩაზე ორი მოზარდი დაჭრეს. მათგან ერთი გუშინ საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა, ხოლო მეორე დღეს რესპუბლიკურ საავადმყოფოში დაიღუპა.აღსანიშნავია, რომ ორივე გარდაცვლილი 51-ე სკოლის მოსწავლეები არიან.