ტკბილი წიწაკა ადამიანის შემოქმედებაა, ის მეცნიერული ჩარევის შემდეგ, ჩვეულებრივი პატარა წიწაკისგან მიღებული ბოსტნეულია. საბჭოთა ქვეყნებში მას ბულგარულს ეძახიან, რადგან მასში შემავალი ქვეყნები სწორედ ბულგარეთიდან მარაგდებოდნენ ამ ბოსტნეულით. დღეს უკვე ბულგარული წიწაკა ბევრ ქვეყანაში მოჰყავთ, მათშორის საქართველოშიც. ქართული ბულგარულის სეზონის ზაფხული და შემოდგომის დასაწყისია, წელიწადის სხვა დროს კი ჩვენს ქვეყანაში იმპორტირებული ბულგარული წიწაკა იყიდება. ბულგარულ და მწარე წიწაკებში იდენტური ინგრედიენტებია, ერთის გამოკლებით. მწარე წიწაკა შეიცავს კაფსიცინს, ნივთიერებას, რომელიც მის სიმწარეს განაპირობებს. არსებობენ კაფსიცინ დამოკიდებული ადამიანები, რომლებიც მწარე საკვების მიღებისას სიამოვნებას განიცდიან.
მეცნიერებმა დაამტკიცეს, რომ კაფსიცინის მოყვარულები, ექტრემალი ადამიანები არიან. სწორედ კაფსიცინია მწარე და ტკბილი წიწაკის განმასხვავებელი ნივთიერება. სხვა მხრივ ორივე წიწაკაში თითქმის ერთნაირადაა სხვადასხვა ნივთიერებები, ელემენტები და ვიტამინები. არსებობს მოსაზრება, რომ მწარე წიწაკა კუჭ-ნაწლავს აზიანებს. ეს არ შეესაბამება სიმართლეს. მწარე წიწაკა უკუნაჩვენებია უკვე დაზიანებული კუჭ-ნაჭლავის მწონე პაციენტებისთვის, ანუ თუ თქვენ მაგალითად კუჭის წყლული გაქვთ, ბუნებრივია მწარე წიწაკა მასზე ცუდად იმოქმედებს. თუმცა ჯანსაღი ორგანიზმის მქონე ადამიანისთვის წიწაკის შეზღუდვა არ არის აუცილებელი. ტკბილი წიწაკა კი ნებისმიერი ადამიანისთვის დასაშვებია. მასში შემავალი ლუთეინი მხედველობას აუმჯობესებს. აღნიშნული ნივთიერება მეცნიერების მტკიცებით ხელს უწყობს ძუძუსა და სწორი ნაწლავის კიბოს პრევენციას, ტკბილი, ისევე როგორც მწარე წიწაკა მდიდარია ცე ვიტამინით. მასში 6-ჯერ მეტი ცე ვიტამიანი, ვიდრე ლიმონში. სწორედ წიწაკა იყო პირველი მცენარე, რომლიდანაც მოხდა აღნიშნული ვიტამინის გამოყოფა. ნობელის პრემიის ლაურეატმა, უნგრელმა ალბერტ სენტ დორმა გამოყო ცე ვიტამინი წიწაკიდან, მან ასევე წიწაკაში აღმოაჩინა პე ვიტამინიც. ამ მცენარეში არსებული ეს ორი ვიტამინი ერთად, უზრუნველყოფს სისხლის გათხელებას და თრომბების წარმოქმნის პრევენციას. საინტერესოა რამდენადაა შენარჩუნებული ყველა ეს სასარგებლო მოქმედება თერმულად დამუშავებულ ამ პროდუქტში. ლაბორატორიული კვლევის მიხედვით, ნედლ ბულგარულში სამჯერ მეტი ცე ვიტამინი აღმოჩნდა, ვიდრე მოხარშულში, ორთქლზე მომზადებულსა და გაყინულში. თუმცა ბულგარული იმდენად მდიდარია ამ ვიტამინით, რომ შემცირებული რაოდენობაც საკმარისია ორგანიზმზე დადებითი გავლენის მოსახდენად. თუმცა აუცილებელია იცოდეთ, რომ ბულგარული წიწაკა არ იყოს დამწიფებამდე მოკრეფილი, რადგან ასეთ შემთხვევაში მასში სარგებელი ნაკლებია. ამიტომ მხოლოდ სეზონური წიწაკა შეიძინეთ და ისე მიირთვით.