02:38
18 ივლისი, 2019, ხუთშაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
არცოდნა აკრძალულია
რა კავშირშია ბულგარული წიწაკა კიბოსთან და თრომბებთან? - მითია თუ რეალობა, რომ მწარე წიწაკა კუჭ-ნაწლავს აზიანებს
30-05-2019

ტკბილი წიწაკა ადამიანის შემოქმედებაა, ის მეცნიერული ჩარევის შემდეგ, ჩვეულებრივი პატარა წიწაკისგან მიღებული ბოსტნეულია. საბჭოთა ქვეყნებში მას ბულგარულს ეძახიან, რადგან მასში შემავალი ქვეყნები სწორედ ბულგარეთიდან მარაგდებოდნენ ამ ბოსტნეულით. დღეს უკვე ბულგარული წიწაკა ბევრ ქვეყანაში მოჰყავთ, მათშორის საქართველოშიც.  ქართული ბულგარულის სეზონის ზაფხული და შემოდგომის დასაწყისია, წელიწადის სხვა დროს კი ჩვენს ქვეყანაში იმპორტირებული ბულგარული წიწაკა იყიდება. ბულგარულ და მწარე წიწაკებში იდენტური ინგრედიენტებია, ერთის გამოკლებით.  მწარე წიწაკა შეიცავს კაფსიცინს, ნივთიერებას, რომელიც მის სიმწარეს განაპირობებს. არსებობენ კაფსიცინ დამოკიდებული ადამიანები, რომლებიც მწარე საკვების მიღებისას სიამოვნებას განიცდიან.

მეცნიერებმა დაამტკიცეს, რომ კაფსიცინის მოყვარულები,  ექტრემალი ადამიანები არიან. სწორედ კაფსიცინია მწარე და ტკბილი წიწაკის განმასხვავებელი ნივთიერება. სხვა მხრივ ორივე წიწაკაში თითქმის ერთნაირადაა სხვადასხვა ნივთიერებები, ელემენტები და ვიტამინები. არსებობს მოსაზრება, რომ მწარე წიწაკა კუჭ-ნაწლავს აზიანებს. ეს არ შეესაბამება სიმართლეს. მწარე წიწაკა უკუნაჩვენებია უკვე დაზიანებული კუჭ-ნაჭლავის მწონე პაციენტებისთვის, ანუ თუ თქვენ მაგალითად კუჭის წყლული გაქვთ, ბუნებრივია მწარე წიწაკა მასზე ცუდად იმოქმედებს. თუმცა ჯანსაღი ორგანიზმის მქონე ადამიანისთვის წიწაკის შეზღუდვა არ არის აუცილებელი. ტკბილი წიწაკა კი ნებისმიერი ადამიანისთვის დასაშვებია. მასში შემავალი ლუთეინი მხედველობას აუმჯობესებს. აღნიშნული ნივთიერება მეცნიერების მტკიცებით ხელს უწყობს ძუძუსა და სწორი ნაწლავის კიბოს პრევენციას, ტკბილი, ისევე როგორც მწარე წიწაკა მდიდარია ცე ვიტამინით. მასში 6-ჯერ მეტი ცე ვიტამიანი, ვიდრე ლიმონში. სწორედ წიწაკა იყო პირველი მცენარე, რომლიდანაც მოხდა აღნიშნული ვიტამინის გამოყოფა. ნობელის პრემიის ლაურეატმა, უნგრელმა  ალბერტ სენტ დორმა გამოყო ცე ვიტამინი წიწაკიდან, მან ასევე წიწაკაში აღმოაჩინა პე ვიტამინიც. ამ მცენარეში არსებული ეს ორი ვიტამინი ერთად, უზრუნველყოფს სისხლის გათხელებას და თრომბების წარმოქმნის პრევენციას. საინტერესოა რამდენადაა შენარჩუნებული ყველა ეს სასარგებლო მოქმედება თერმულად დამუშავებულ ამ პროდუქტში. ლაბორატორიული კვლევის მიხედვით, ნედლ ბულგარულში სამჯერ მეტი ცე ვიტამინი აღმოჩნდა, ვიდრე  მოხარშულში, ორთქლზე მომზადებულსა და გაყინულში. თუმცა ბულგარული იმდენად მდიდარია ამ ვიტამინით, რომ შემცირებული რაოდენობაც საკმარისია ორგანიზმზე დადებითი გავლენის მოსახდენად. თუმცა აუცილებელია იცოდეთ, რომ ბულგარული წიწაკა არ  იყოს დამწიფებამდე მოკრეფილი, რადგან ასეთ შემთხვევაში მასში სარგებელი ნაკლებია. ამიტომ მხოლოდ სეზონური წიწაკა შეიძინეთ და ისე მიირთვით.

AutoPlay
3 ყველაზე საყვარელი პროდუქტი, რომლის გარეშე ზაფხული წარმოუდგენელია - ყველაფერი ერთ ვიდეოში, რაც საზამთროს, ნესვსა და ნაყინზე უნდა იცოდეთ
09-07-2019
ახდენს თუ არა ცუდ გავლენას რეპროდუქციაზე და ენდოკრინოლოგიურ დაავადებებზე ნივთიერება, რომელიც დეოდორანტებშია? - გაიგეთ ცალკეული კვლევის შედეგები
08-07-2019
რა უნდა ეწეროს სათვალეს, რომელიც თვალს 100%-ით იცავს და რომელი ფერის ლინზაა ყველაზე საშიში? - ეს უნდა იცოდეთ, თუ მაინც უხარისხო აქსესუარზე აკეთებთ არჩევანს
06-07-2019
"იცავს 48 საათი" და "არ ტოვებს ლაქებს" - რამდენად შეესაბამება სიმართლეს ის წარწერები, რაც ანტიპერსპერანტების ეტიკეტებზეა?
05-07-2019
დამტკიცებულია თუ არა მოსაზრება, რომ ალუმინის შემცველი ანტიპერსპერანტი კიბოს ან ლიმფურ კვანძებს იწვევს?
04-07-2019
ბევრი მიიჩნევს, რომ შუშის ლინზიანი სათვალე უფრო ხარისხიანია, ვიდრე პლასტიკატის - ნამდვილია თუ არა ეს მითი და რა უნდა ეწეროს ხარისხიან აქსესუარს?
03-07-2019
გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები