22:00
15 ივლისი, 2019, ორშაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
მკურნალი
რა კავშირია სიმსივნესა და "მზა საჭმელებს" შორის? - გაეცანით იმ პროდუქტების შესწავლით გაკეთებულ დასკვნას, რომლებითაც გადავსებულია სუპერმარკეტები
16-03-2019

განვითარებული ქვეყნების მოსახლოების ნახევარზე მეტის რაციონი მზა პროდუქტებზე მოდის. ფრანგი და ბრაზილიელი მეცნიერების ჯგუფმა დიეტასა და კიბოს რისკს შორის კავშირი შეისწავლა. პირველ რიგში მკვლევარებს აინტერესებდათ მაღალი ხარისხის ტექნოლოგიური დამუშავების საკვები, თანამედროვე მსოფლიოში პოპულარული, კვების მრეწველობის მზა ან მინიმალური მომზადების საჭიროების მქონე პროდუქტები, რომლებითაც ჩვენი სუპერმარკეტების თაროები გადავსებულია: სხვადასხვა ორცხობილები, ტკბილეული, სოსისები, ძეხვი, პაკეტის სუპები და გაზიანი სასმელები . როგორც წესი, ეს პროდუქტები ბევრ შაქარს, ცხიმს, მარილს, ცოტა ვიტამინებს, მიკროელემენტებს და უჯრედისს შეიცავს. უკვე დადგენილია, რომ ამგვარი საკვების ჭარბი მოხმარება დაკავშირებულია სიმსუქნის, ჰიპერტონიის, სისხლში „ცუდი“ ქოლესტერინის დონის მომატების რისკთან.

კვლევის ავტორებმა გააანალიზეს საფრანგეთში მცხოვრები 105 ათასი, ორივე სქესის წარმომადგენლების მონაცემები. მკვლევარები მივიდნენ იმ დასკვნამდე, რომ ულტრადამუშავებული საკვების ხშირი მოხმარება ამაღლებს ყველა ტიპის ონკოლოგიური დაავადების, განსაკუთრებით ძუძუს კიბოს რისკს.

 ანალიზმა აჩვენა, რომ სუსტი ტექნოლოგიური დამუშავების პროდუქტები, მაგალითად: დაკონსერვებული ბოსტნეული, ყველი, ახლად გამომცხვარი პური კიბოს რისკთან არაა დაკავშირებული. ხოლო ახალი და მინიმალურად დამუშავებული პროდუქტები პირიქით, აქვეითებს ონკოლოგიური დაავადების განვითარების რისკს.

კვლევის ავტორებისთვის ჯერ ნათელი არაა, რაში მდგომარეობს მათ მიერ აღმოჩენილი ფენომენის მიზეზები, ულტრადამუშავებული პროდუქტების კონკრეტულად რომელი ქიმიური ნივთიერება ახდენს კანცეროგენურ ზემოქმედებას ადამიანის ორგანიზმზე.

AutoPlay
წლებია, საზამთროს ჭამთ, მაგრამ ამ 7 ფაქტის შესახებ ალბათ არაფერი გსმენიათ
გამოქვეყნდა 8 საათის წინ
ახალი მეთოდი კიბოსთან ბრძოლისთვის
13-07-2019
იცოდით, რომ გარგარი ბავშვის სიმაღლეში ზრდას ხელს უწყობს? - გაიგეთ უფრო მეტი ამ ხილის სასარგებლო თვისებების შესახებ
12-07-2019
პრობლემები, რაც შეიძლება ჰქონდეთ საკეისრო კვეთით დაბადებულ ბავშვებს - 7 სიმპტომი, რა დროსაც აუცილებლად საკეისრო კვეთა კეთდება
11-07-2019
დაავადებები, რომლის სიმპტომია სხეულის ჭარბოფლიანობა - ეს პრობლემა ხშირად ნევროზის განვითარების მიზეზიც ხდება
10-07-2019
შიმშილის გრძნობის მართვაა შესაძლებელია - თავის ტვინში მიაგნეს ადგილს, რომელიც მის სამართავად შეიძლება გამოიყენონ
09-07-2019
გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები