10:52
18 თებერვალი, 2019, ორშაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
მკურნალი
რა კავშირია ძილსა და ტვინის დეგენერაციულ დაავადებას შორის? - გამოიკვლიეს 60 წელს გადაცილებული 1109 ადამიანი
12-02-2019

ვაშინგტონის უნივერსიტეტის სამედიცინო სკოლის თანამშრომლებმა გაარკვიეს, რომ ასაკოვნებს, რომელთა ძილის სტრუქტურაშიც ე.წ. ღრმა, იგივე ნელტალღოვანი ძილის ფაზა ხანმოკლეა, თავის ტვინში ტაუ-ცილის რაოდენობა მომატებული აქვთ. აღნიშნული მაჩვენებელი კი,  ალცჰაიმერის დაავადებასთან არის კავშირში.

იმისათვის, რომ თავის ტვინის დეგენერაციულ დაავადებასა და ძილის ფაზებს შორის კავშირი გაერკვიათ, მეცნიერებმა 60 წელს გადაცილებული 1109 ადამიანი გამოიკვლიეს. საკვლევი პირების 80 % არ აღენიშნებოდა კოგნიტიური პრობლემები, დანარჩენებს კი უმნიშვნელო ცვლილებები ჰქონდათ. სპეციალისტები კვირაობით აკვირდებოდნენ მათ ძილსა და თავის ტვინის ელექტრულ აქტივობას. 104 საკვლევ პირთან ბეტა-ამილოიდური და ტაუ-ცილის დონეც განისაზღვრა თავზურგტვინის სითხეში, 38 ადამიანს კი ტვინის სკანირება ჩაუტარდა ცილოვანი ჩანართების შემცველობაზე.

როგორც გაირკვა, ე.წ. ღრმა ძილის ფაზის შემოკლება პირდაპირ კავშირში იყო თავის ტვინში ტაუ-ცილის მომატებულ დონესთან. ძილის საერთო ხანგრძლივობას არანაირი გავლენა არ ჰქონდა მაჩვენებლებზე.
მართალია, ტაუ-ცილის მომატებული დონის მქონე პირებს გაცილებით დიდხანს ეძინათ დღისითაც და ღამითაც, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ მათი ძილი მაღალი ხარისხის იყო. ძილის სტრუქტურის დარღვევა ცალსახად კავშირშია ტვინის დეგენერაციულ დაავადებასთან.

AutoPlay
აღმოაჩინეს ბაქტერიების აქამდე უცნობი 2 შტამი - სისხლში მოხვედრისას მენინგიტის, ფილტვებში კი პნევმონიის განვითარებას იწვევენ
16-02-2019
რატომ უნდა მიირთვათ ქათმის კვერცხი ერთი დილას და ერთიც საღამოს? - მიკროელემენტები ამცირებს კიბოს განვითარების რისკს...
13-02-2019
დაავადების მატება საგანგაშოა, მსოფლიო შესაძლოა ინსულინის კრიზისის წინაშე აღმოჩნდეს - პაციენტების რამდენი პროცენტი ვერ მიიღებს ჰორმონს?
12-02-2019
საქველმოქმედო ფონდმა "ავერსმა" და "ავერსის კლინიკამ" საქართველოს ოლიმპიურ კომიტეტთან მემორანდუმი განაახლეს
12-02-2019
"მტრედი ბარათის" გათამაშების გამარჯვებულებს "ავერსმა" პრიზები გადასცა
12-02-2019
რა უნდა ვიცოდეთ ვირუსების შესახებ? - ვრცელდება ამოსუნთქული ჰაერით, ნახველით, პირნაღები და ფეკალური მასებით, ჩირქოვანი ჭრილობებიდან და გაცვენილი თმით
11-02-2019
გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები