კანმაგარა გოგრის თესლი ყველაზე სასარგებლოა, ამასთანავე ყველაზე მარტივად გასარჩევი და გემრიელი. 100 გრამ გოგრის თესლში 8 მილიგრამი თუთიაა, რაც საჭირო დღიურ ნორმას ორჯერ აღემატება. სწორედ თუთიის ასეთი მაღალი კონცენტრაცია განაპირობებს ადამიანის რეპროდუქციული ფუნქციის ხელშეწყობას. ძველ დროში მაშინ, როცა მედიცინა ჯერ კიდევ არ იყო განვითარების ამ საფეხურზე, უშვილო წყვილებს სწორედ გოგრის მარცვლებით მკურნალობდნენ, მასში შემავალი თუთია მამაკაცების რეპროდუქციულ ფუნქციებს აუმჯობესებს, დიდი რაოდენობით ვიტამინი ე, იგივე ტოკოფეროლი კი აუცილებელია ორსულთათვის. მშობიარობა, შთამომავლობა, სწორედ ასე ითარგმნება ტოკოფეროლი ბერძნულიდან. იხილეთ: