საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე ბესიკ ამირანაშვილი ბათუმის მოვლენების იატაკქვეშეთის ერთ-ერთი ხელმძღვანელი იყო, - ამის შესახებ ბათუმში, სისხლის სამართლის ბრალდებით დაკავებულების ადვოკატებმა თენგიზ კახიძემ და ზაზა პაპიძემ განაცხადეს. ადვოკატების თქმით, ბესიკ ამირანაშვილი შსს-ში კრიმინალურ პოლიციას ხელმძღვანელობდა, თუმცა ცუდი მენეჯერი იყო. ადვოკატ ზაზა პაპიძის განცხადებით, აზერბაიჯანელი ჟურნალისტის საქართველოდან გაქრობა, სწორედ ამირანაშვილის სახელს უკავშირდება.